ეპოქსიდური ფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოქსიდური ფისი – ეპოქსიდის ჯგუფის შემცველი ოლიგომერები, რომლებსაც თვისება აქვთ გამამაგრებლის (პოლიამინები და სხვ.) ზემოქმედებით წარმოქმნან პოლიმერები. ეპოქსიდური ფისისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის წებოებს, პლასტმასებს, ელექტროსაიზოლაციო ლაქებს, ტექსტოლიტს (მინა- და ნახშიბადპლასტიკები), თხევად კომპაუნდებს, პლასტიკურ ცემენტებს და სხვა. ასეთ ფისებზე დამზადებული მასალებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ნახშირბადპლასტიკის კომპოზიტური მასალა, რომელშიც ეპოქსიდური ფისი გამოიყენება როგორც მატრიცა, ხოლო ნახშირბადის ბოჭკოები – როგორც შემავსებელი (კომპოზიტური მასალა). კომპოზიტური მასალები ეპოქსიდური ფისების საფუძველზე წარმატებით გამოიყენება თვითმფრინავ-, მანქანათ- და რაკეტმშენებლობაში, კევლართან კომბინაციაში მისგან ამზადებენ ბრონეჟილეტებს. მშენებლობაში ეპოქსიდური ფისებისა და მის საფუძველზე დამზადებული მასალების გამოყენების სფეროა: პოლიმერბეტონი, ლაქ-საღებავები, უნაკერო იატაკები, დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები და პანელები, საავტომობილო გზები, აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, რკინაბეტონის კონსტრუქციების რემონტი, ხის კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერება, მილსადენების ჰიდროიზოლაცია, ელექტროტრანსფორმატორები და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები