ერაძე ლეილა
ერაძე ლეილა – (1930 – 1998), მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქული განყოფილება. წლების განმავლობაში იყო საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი აზერბაიჯანში, ასრულებდა ატაშეს მოვალეობას კულტურის საკითხებში, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისა და თანამშრომლობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1992). ლეილა ერაძე სამეცნიერო ნაშრომების, პოეტური და საბავშო ლექსების კრებულების ავტორია. ლეილა ერაძე ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას. მან თარგმნა და ცალკე წიგნებად გამოსცა აზერბაიჯანელ ავტორთა – სამედ ვურღუნის, ნაბი ხაზრის, ნარიმან ჰასანზადეს, ისმაილ შიხლის, მირზა იბრაჰიმოვის და სხვათა – ოცდაათზე მეტი პოეტური და პროზაული ნაწარმოები, რომანები. იგი ავტორია საბავშვო ლექსებისა.
- ნარიმან ჰასანზადე
- თარგმნა ლეილა ერაძემ
- ისე ლამაზად მღერის ქართველი
- გგონია, აქ მთებს შარბათი აწვიმს,
- ერთი წუთითაც არ დაეჭვდები.
- მორგებული აქვს ქართველ კაცს ყანწი,
- ვით საპატარძლოს თითზე ბეჭედი.
- აქ სადღეგრძელოც ისე ლაღია,
- ისე თამამი და უშურველი,
- რომ გული გრძნობის ბაირაღია,
- ამღერებული, კაცზე მზრუნველი.
- ერთი, გასმინათ მათი სიმღერა,
- მღერიან მშვიდნი, სახენათელნი,
- გგონია, ზეცა ჰანგად იღვრება,
- ისე ლამაზად მღერის ქართველი.