ერისთავთ-ერისთავი ბაგრატ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაგრატ ერისთავთ ერისთავი – (X ს.), მწიგნობარი, ბიბლიოგრაფი, ადარნესე კურაპალატის ძე. იყო „გულისხმის-ყოფითა ქებულ, წმიდათა ეკლესიათა მაშენებელ, საღმრთოთა წიგნთა მაძიებელ და შემკრებელ“. 958-966 წწ. სასწაულთა შერთვით განაახლა გიორგი მერჩულეს თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.