ერისთავი ეკატერინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი ეკატერინე – (18?? – 1870), ეკატერინე ერისთავი-წერეთლისა XIX ს მე-2 ნახევრის ცნობილი პოეტი ქალია. მისი ლექსი „უსტარი თ.გ.....ერის(თავს)“ მიძღვნილი გიორგი ერისთავისადმი, 1852 წლის „ცისკრის“ #4-ში დაიბეჭდა, ხოლო 1870-82 წლებში, პოეტი ქალის გარდაცვალების შემდეგ, მისი ლექსები („ახალი დრო”, „ბორჯომზედ”, „თეთრო, სპეტაკო, ლამაზო”, „მუზნო მომართეთ”, „ალბომში”, „ოცნება” და სხვა) სისტემატურად იბეჭდებოდა ამავე ჟურნალში. მისი ლირიკული თხზულებანი, მიძღვნანი და საალბომო ლექსები ეპოქის დამახასიათებელი, სალონური, სუბიექტური განცდებითაა აღსავსე. გადმოსცემენ იმ დროის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ვითარებას. ეკატერინე იყო შვილი 1832 წლის შეთქმულების მონაწილის – ივანე ელიზბარის ძე ერისთავისა; ამ უკანასკნელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალ. ჭავჭავაძესთან. ჩვენამდე მოღწეულია ალექსანდრესადმი მუნასიბად თქმული მისი ლექსი. ივანე ერისთავის ოჯახი პოეტების ოჯახი იყო. მისი მრავალრიცხოვანი შვილებიდან, ორი ქალიშვილი — მარიამი და ეკატერინე ცნობილი იყვნენ ხალასი პოეტური ნიჭით. მათმა ლექსებმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო მკითხველთა ფართო საზოგადოების ყურადღება. ეკატერინე გარდაიცვალა 1870 წლის 4 დეკემბერს. დაკრძალულია იკორთის ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოზე.


კნეინა მანანა ორბელიანის
ფორტრეტსა
სატრფოს ფორტრეტსა ვჭვრეტ ვითა მზესა,
ჭმუნვარეს გულის განმანათებლად.
მხატვრობა ესე, შვენებით სავსე,
მგზავსი თუ ოდენ ყოფილ არს ძველად.
ოდესცა ვნახე მის ტურფა სახე.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები