ერისთავი ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ვარლამი (ერისთავი)

ერისთავი ვარლამ − (1763-1830), (ერისკაცობაში - ბიძინა დავითის ძე ერისთავი), პოეტი, მწიგნობარი, მეცნიერი, სასულიერო მოღვაწე. იყო ახტალის მღვდელმთავარი, შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდა. 1811-17 წწ. კვლავ საქართველოში იმყოფებოდა, ეგზარქოსის ადგილი ეჭირა, შემდეგ ისევ რუსეთს გაემგზავრა.

შემორჩენილია ვარლამ ერისთავის ლექსები და სიტყვა-ქადაგებანი, რომელთა პოეტური ღირსებების გამო ავტორი მიჩნეული იყო „უცხო რიტორად და მშვენიერ მოქადაგედ“. მისი ქადაგებანი რუსულად უთარგმნიათ. თავის მიერვე გამართულ სტამბაში მოსკოვს გამოუქვეყნებია „სადღესასწაულო“.

ვ. ერისთავის დამსახურება ქართული კულტურის წინაშე ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ მას სწავლულ ი. ბოლხოვიტინოვისთვის დახმარება გაუწევია, როდესაც იგი მუშაობდა წიგნზე „Исторические изображение Грузии в политическом, церковном и учебном ее состоянии“ (CПБ., 1802). ვ. ერისთავს ეკუთვნის აგრეთვე „მოკლე ქართული გრამატიკა“ (რუსულად). თავად თარგმნიდა რუსულიდან.



ტექსტი

  • ვ. ერისთავი, სიტყვანი. „ცისკარი“, 1852, N5, 7.

ლიტერატურა

  • თ. მაჭავარიანი, ერთი საყურადღებო წიგნის შესახებ, საქ. სახ. საჯარო ბიბლიოთეკის შრომები, 1937, III;
  • ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, I, 1962 [[1]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები