ერიტრეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ერიტრეა - (Stete of Eritrea – სახელმწიფო ერიტრეა), სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, მდებარეობს წითელი ზღვის სანაპიროზე.

ფართობი - 121,3 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 5,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ტიგრინეა და არაბული.

დედაქალაქი - ქ. ასმერა.

ადმინისტრაციულად იყოფა 6 პროვინციად.

სახელმწიფოს და მთავრობის (სახელმწიფო საბჭოს) ხელმძღვანელია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1993 წლის 24 მაისს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა.

საზღვაო პორტებია: მასაუა, ასები.

საერთაშორისო აეროპორტი - ასმერა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 201,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 200 ათ., სამხედრო-საზღვაო 1,4 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 0,3 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები