ერკერტი რიხარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიხარდ ერკერტი – (1830– 1900, ბერლინი), პრუსიელი მკვლევარი, მსახურობდა რუსეთში, იყო სამხედრო პირი, გენერალი. აქვს ეთნოგრაფიული და ენათმეცნიერული ხასიათის შრომები. მონოგრაფია „კავკასია და მისი ხალხები“ (1887) შეიცავს ეთნოგრაფიულ ცნობებს კავკასიის ხალხების შესახებ, კავკასიურ ენათა ლექსიკურ მასალას. მეორე შრომა „კავკასიური ძირის ენები“ (1895) გამოცემულია ორ ტომად. მასში 545 სიტყვაა თარგმნილი თითქმის ყველა კავკასიურ ენაზე, მოცემულია ცალკეული ფრაზები და თითოეული ენის მოკლე გრამატიკული მიმოხილვა.

ქართული ენის მიმოხილვა იწყება გრამატიკული ხასიათის შენიშვნებით: ეხება სალიტერატურო ენის საკითხებს, ძვ. ქართულისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს, იძლევა ახ. ქართულის ზოგად დახასიათებას; მოცემული აქვს ქართველურ ენათა გენეალოგიური სქემა. ნაშრომში მოკლედაა განხილული ფონეტიკის, ბრუნების, უღვლილებისა და სიტყვაწარმოების საკითხები. დახასიათებულია ქართული ენის დიალექტები, მოცემულია ქართული მეტყველების ნიმუშები და სხვ. ქართველურ ენათა განხილვა თავდება „ქართველურ ენათა გრამატიკული ტაბულით“.

გ. თოფურია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები