ერლიქ ნომინ-ხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერლიქ ნომინ-ხან-ი (ყალ. – Эрлик Нөмин-хан) – ყალმუხური (ზოგადად, მონღოლური) მითოლოგიის საიქიოს მბრძანებელი, მკვდართა საუფლოს უზენაესი მოსამართლე, მიცვალებულთა სულების განმწესრიგებელი სამოთხესა და ჯოჯოხეთში.

ერლიქ ნომინ-ხანმა ზედმიწევნით იცის ყველა კეთილი და ავი საქმე, რომელიც მიცვალებულმა დაბადებიდან სიკვდილამდე განახორციელა. ერლიქ ნომინხანს ჰყავს დამხმარეები (შალმუსები, მუსები), რომლებიც ადამიანებს უსაფრდებიან და სიცოცხლეს ართმევენ. საზღაპრო ტრადიცია მის თანამგზავრთა გუნდში მოიხსენიებს მომღერალთა (ხურჩთა) სულებს, რომლებიც მბრძანებლის ყურთასმენას ატკბობენ. ამ წარმოდგენებს უკავშირდება ლეგენდა ჯანგარის შესახებ არსებული ეპიკური ციკლის წარმოშობის თაობაზე: „შეცდომით“, „უდროოდ“ გარდაცვლილი ხურჩის სული ერლიქ ნომინხანთან მოხვდება და მიწაზე იმ პირობით აბრუნებენ, რომ მან, რიტუალური მდუმარების ვადის გასვლისთანავე, ადამიანთა შორის უნდა გაავრცელოს ის თქმულებები, რომლებსაც მისი სული ქვესკნელში ისმენდა; საიქიოდან სამზეოში დაბრუნებული, 40 დღე მდუმარებაში იყო, შემდეგ კი, როცა ღამით მასთან მოსულმა ბერმა სთხოვა, რაიმე მოეთხრო, დედამიწაზე პირველმა შეასრულა სიმღერა ჯანგარის შესახებ.

ოირათ-ყალმუხთა წარმოდგენები საიქიოზე ბუდისტური მითოლოგიის მძლავრი გავლენის ნიადაგზე ჩამოყალიბდა.


ლიტერატურა

  • Калмыцкие народные сказки. Элиста, 1961;
  • Бадмаев Н. Домашне-религиозный быт приволжских калмыков. Астрахан, 1899;
  • Эрдниев У. Э. Калмыки (конец XIX – начало XX вв.). Историко-этнографические очерки. Элиста, 1985;
  • Неклюдов С. Ю. Дзаячи // Мифологический словарь. Гл. Ред, Е. М. Мелетинский. М., 1991.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები