ერუშეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერუშეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ერუშეთი მდებარეობდა სამცხის სამხრეთით, ჯავახეთის დასავლეთით და არტნის ჩრდილოეთით. იგი მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის: ერუშეთი, არტაანთან ერთად, წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.). ერუშეთში იჯდა ერუშნელი ეპისკოპოსი. XVI ს-ში ერუშეთი, საქართველოს სხვა სამხრეთ პროვინციებთან ერთად, ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. 1878 წ. ერუშეთი რუსეთის იმპერიამ შეიერთა, მაგრამ მას შემდგომ ისევ ოსმალეთი დაეუფლა. ვახუშტის დახასიათებით „არს ეს ერუშეთი უვენახო, უხილო, ვითარცა ჯავახეთი, ეგრეთვე მოსავლითაცა, პირუტყგთ, ნადირითა და მდინარე-თევზითა, არამედ მთანი არიან ტყიანნი გარემოს მისსა და ყუავილოვან - ბალახოვან - წყაროიანი“ (გვ. 673).



წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები