ერქომაიშვილი ვახტანგ
ვახტანგ ერქომაიშვილი – (1932-2001), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1956) მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა პოზიტივიზმი, მეცნიერების ფილოსოფია, დეტერმინიზმი, ადამიანი და იდეოლოგია.
ვ. ერქომაიშვილის ნაშრომებში განხილულია ლოგიკური პოზიტივიხმის თავისებურებანი, ნაჩვენებია მისი შეზღუდულობა და ცალმხრივობა, კრიტიკულად შეფასებულია ფილოსოფიის საგნისა და მეცნიერების ბუნების ლოგიკურ-პოზიტივისტური გაგება. თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემას ვ. ერქომაიშვილი განიხილავს ადამიანის ყოფიერების წესთან მიმართებაში, ერთმანეთისაგან გამიჯნულია ადამიანის და პიროვნების თავისუფლების საკითხები, დახასიათებულია თავისუფლების სტრუქტურა, გაანალიზებულია ზნეობრივი პასუხისმგებლობის პრობლემა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მეცნიერის ზნეობრივ პასუხისმგებლობას, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ თავისუფლების დაფუძნება შეუძლებელია იმ ფილოსოფიურ თეორიებში, რომლებიც აღიარებს ბედისწერას, განგებას, მიზეზობრიობასა და შემთხვევითობას.
თხზულებები
- „ლოგიკური პოზიტივიზმი“ (თბილისი, 1974);
- „ბედისწერის რწმენა და მისი უარყოფითი შედეგები“ (თბილისი. 1984);
- „ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობის პრობლემა“ (თბილისი. 1988):
- „ფილოსოფია“ (თბილისი, 1998);
- „ერი და იდეოლოგია“ (თბილისი, 2000).