ესპანური კურდღლისცოცხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ესპანური კურდღლისცოცხა - (Spartium junceum L.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). 1-3 მ-მდე სიმაღლის ხე ან ნახევრად ბუჩქია, გრძელი წკეპლისებური, მცირედ შეფოთლილი ტოტებით. ფოთლები მარტივია, მოგრძო-ხაზური ან მოგრძო-ელიფსური, შესამჩნევი შუა ძარღვით. ყვავილები კაშკაშა ყვითელია, მეჩხერ, კენწრულ მტევნებად შეკრებილი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მშრალ ფერდობებზე მთის ქვედა სარტყელში. გაველურებულია. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კისისხევის მიდამოებში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.