ესპარცეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპარცეტის ყვავილი

ესპარცეტი – ლათინური დასახელება – Onobrychis dams

  • ბოტანიკური ოჯახი – პარკოსანი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – მრავალწლიანი (თესლბრუნვაში 2-3 წელი)
  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 18-250C
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65%
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 75-60%
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 7,0-7,5
  • კრიტიკული ტემპერატური მინიმუმი – -15 0C -დან 20 0C-მდე
  • კრიტიკული ტემპერატური მაქსიმუმი – 39-400C
  • სასურველი წინამორბედი კულტურები – თავთავიანი და სათოხნი კულტურები
  • არასასურველი წინამორბედი კულტურები – პარკოსნები


სარჩევი

გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები

დასახელება ზოგადი აღწერა
ადგილობრივი ახალქალაქური ბუჩქის სიმაღლე 110-115 სმ-ია. 1 ჰა-ზე იძლევა 7,5 ტონა თივას ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 200-210 დღეს.
ქართული 3 ბუჩქის სიმაღლე 70*120 სმ-ია. 1 ჰა-ზე იძლევა 7-8 ტონა თივას. ვეგეტაცია გრძელდება 210-215 დღის განმავლობაში.

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისიება დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთ საქართველო
ნიადაგის განოყიერება X-XI
მოხვნა X-XI
დადისკვა-კულტივაცია III-IV
თესვა III
წამლობები IV-IX
მოსავლის აღება V-IX
ნიადაგის დამუშავება

ესპარცეტი ითესება უსაფროდ (სუფთად), ან საფარი კულტურის ქვეშ. გაზაფხულზე ესპარცეტს უსაფროს დასათესად განკუთვნილი ნიადაგი ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში, იხვნება ღრმად, 27-30 სმ. სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

ნაკვეთის ზედაპირის გასწორების მიზნით საჭიროა განხორციელდეს მსუბუქი მოტკეპვნა. იგი ხელს შეუწყობს თანაბარი აღმონაცენის მიღებას.

ნათესის აღმოცენება შესაძლებელია შეაფერხოს ხნულის ზედაპირზე წარმოქმნილმა ქერქმა. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მსუბუქი დაფარცხვა.

თესვის წესები და ნორმები

თუ ესპარცეტი საფარი კულტურის ქვეშ ითესება, მაშინ დათესვა საჭიროა განხორციელდეს მანქანით, ძირითადი კულტურის მწკრივების გარდიგარდმო.

იმ შემთხვევაში თუ ესპარცეტის და საფარი კულტურის დათესვა ერთდროუ;ად გაზაფხულზე ხდება, მაშინ ესპარცეტი ძირითად კულტურის მწკრივებს შორის, რაც შეიძლება ადრეულ ვადებში უნდა დაითესოს.

სუფთად დათესვისას ესპარცეტი მწკრივებად ითესება სათესი მანქანით 1 ჰა-ზე 80-100 კგ. ჩათესვის სიღრმე ტენიან ნიადაგში 2-3, ხოლო მსუბუქ ნიადაგში 4-6 სმ-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თესვის ვადების დაცვა. ესპარცეტის თესლი 200C სითბოს პირობებში ღივდება. ამ დროს ნიადაგში საკმარისი ტენის მარაგია, რაც ესპარცეტის დროულ და თანაბარზომიერ აღმოცენებას ხელს შეუწყობს. ასევე აღსანიშნავია რომ საფარი კულტურის დროული აღება და ესპარცეტის ნათესებიდან დროული გატანა ხელს უწყობს ესპარცეტის შემდგომ განვითარებას.


მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ესპარცეტი გვალვაამტანია. ურწყავებში იგი უფრო მეტ მოსავალს იძლევა ვიდრე იონჯა ან სამყურა. მისი ფესვთა სისტემა ნიადაგში 3-6 მეტრამდე ვრცელდება, საიდანაც იგი ტენით იკვებება. სარწყავ პირობებში ესპარცეტი ყვავილობამდე 2-ჯერ უნდა მოირწყას 500-600 მ3 ერთ ჰა-ზე ნორმით.

მორწყვის წესებიდან საუკეთესოა დაწვიმების მორწყვა. სხვა შემთხვევაში მორწყვა მიშვებით ხდება.

საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა აზოტი 30,0, კალიუმი 21,0 კგ. (მ.ნ.)

გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 8 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა შეტანის ვადა
აზოტი 50 კგ. ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით
ფოსფორი 90,4 კგ. მზრალად მოხვნის წინ
კალიუმი 168,0 კგ. მზრალად მოხვნის წინ
ნაკელი მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 10 ტონა ნაკელის შეტანის შემთვევაში საჭიროა მხოლოდ 25 კგ. ფოსფორის შეტანა (სუფთა ნივთიერებები). წინამორბედი კულტურის ქვეშ.
  • ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
    • ახასიათებს ატმოსფეროდან აზოტის ფიქსაციის და თვითდაკმაყოფილების უნარი.
ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
დაავადებების კომპლექსი ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით სპილენძის ჰიდროქსიდი, ბორდოს ნარევი, სპილენძის სულფატი*კალციუმის ჰიდროქსიდი
მავნებელთა კომპლექსი (ჯვაროსანთა რწყილი, ბუგრები, ხვატარი და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით ლამბადა-ციჰალოტრინი, ქლორპირიფოსი, დელტამეტრინი
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
ესპარცეტის დათესვამდე ტოტალური გლიფოსატი
ესპარცეტის აღმოცენების შემდეგ, მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ სელექციური ფენოქსაპროპ-პ-ეთილი
მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები
ესპარცეტის ნათესები

ესპარცეტის მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: ნიადაგის მოვლითი სამუშაოების ხარისხიანი განხორციელება, პარაზიტ აბრეშუმათი ძლიერ დაზიანებული მცენარეების ნაკვეთიდან გატანა და განადგურება. დასათესად კონდიციური, დამუშავებული სათესლე მასალის გამოყენება.

მოსავლის აღება და შენახვა

პირუტყვისათვის ყველაზე ძვირფასი საკვები ფოთოლია. მისი მაქსიმალური რაოდენობა მცენარეზე არის დაკოკრების და ყვავილობის ფაზაში. ამ პერიოდში გათიბული ბალახი სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს. დაგვიანებული გათიბვისას ბევრია დანაკარგები.

მოთიბული და დაწნეხილი ბალახი უმოკლეს ვადაში გატანილი უნდა იქნას ნაკვეთიდან, რათა ხელი არ შეეშალოს ახალი წამონაზარდების განვითარებას. განათიბი ინახება ზვინებად.


წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები