ესტრიდოზე­ბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესტრიდოზე­ბი − (Oestidoses; აღმძვრელის ოჯახის დასახელება Oestridae + ბერძნ. oses დაავადებები) – ცხოველების ენტომოზები. მათი აღმძვრელებია Oestridae-ს ოჯახის ცხვირხახის ბორების ლარვები, რომლებიც პარაზიტობენ ცხვირის ღრუსა და შუბლის წიაღში.

განსაკუთრებით საყურადღებოა: ცხვრის ესტროზი, ცხენის რინესტროზი, აქლემის ცეფალოპინოზი, ჩრდილოეთის ირმის ცეფენომიოზი.

ესტრიდოზე­ბი ქრონიკული ფორმით მიმდინარეობენ. ბორების ლარვებით დაინვაზიებისთანავე ცხოველი აცემინებს, ფრუტუნებს, თავს იქნევს, ცხვირს უხახუნებს სხვადასხვა საგნებს. ცხვირიდან სისხლის შემცველი სეროზულ-ლორწოვანი გამონადენია, ხოლო სუნთქვა – გართულებული. ზაფხულის ბოლოს ბორების ფრენის პერიოდი მთავრდება და დაავადების გამოვლენა წყდება. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ცხვირ-ხახის არეში არსებული ლარვები ანახლებენ ზრდა-განვითარებას და დაავადების მიმდინარეობა მწვავდება. ამ დროს დამახასიათებელია ცხვირიდან სეროზულჩირქოვანი გამონადენი, კრუნჩხვითი ხველა, პირით სუნთქვა, საკვებისა და წყლის მიღების გართულება. ცხოველი გამხდარია. პალპაციისას ხახა მტკივნეულია. შესაძლებელია ცხოველი ასფიქსიის გამო დაიღუპოს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები