ეტიოლოგიური მითები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეტიოლოგიური მითები - (ძვ. ბერძ. αἰτία „mizezi“ + λόγος „სიტყვა“, „მოძღვრება“) მითები, რომლებშიც ცხოველებისა და მცენარეების, მთებისა და ზღვების, ციური მნათობებისა და მეტეოროლოგიური მოვლენების, სოციალური და რელიგიური ინსტიტუტების, მეურნეობის დარგების, ცალკეული საგნების, ცეცხლის, სიკვდილის და სხვ. წარმოშობის მიზეზებია ახსნილი. უმარტივეს ეტიოლოგიურ მითებში ახსნილია ცხოველთა და მცენარეთა გარეგნული ნიშნების წარმოქმნის მიზეზები. შედარებით მაღალ საფეხურზე დგას მითები, რომლებშიც მოცემულია ფაუნისა და ფლორის ცალკეული სახეობის, მიწის, ზღვის, მთებისა და ცის, ციური სხეულებისა და სხვათა წარმოშობის მიზეზები.