ეუკოლიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეუკოლიოზი – (eucoleosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Eucoleus + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Eucoleus annulatus პარაზიტობს პირის ღრუს, ჩიჩახვისა და საყლაპავი მილის კედლებში. გავრცელებულია ყველგან. ავადდებიან ქათმები, ინდაურები.
სიმპტომები გართულებული ყლაპვის აქტი და სუნთქვა. შესაძლებელია ფრინველი დაიღუპოს.