ეფრემი (იოსების შვილი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეფრემი - იოსების უმცროსი ძე, რომელიც მისი ძმის მანასეს მაგივრად აკურთხა მამათ-მთავარმა იაკობმა სიკვდილის წინ მარჯვენა ხელის თავზე დადებით (შესაქ. 48,9-20).
(წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა. ფსალ.79,2)
ზოგჯერ საღმრთო წერილი „ეფრემად“ მოიხსენიებს სრულიად ებრაელ ხალხს, უფრო ზუსტად, იმ ათ ტომს ისრაელიანთა, რომელნიც განუდგნენ სოლომონის შვილს რობოამს და საკუთარი სამეფო შექმნეს.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 1875, თბილისი, 2004.