ეფრემოვი ფილიპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილიპ ეფრემოვი – (რუს. Филипп Сергеевич Ефремов, (1750 — 1811წ-ის შემდეგ), რუსი მოგზაური.

ფილიპ ეფრემოვი უნტერ-ოფიცერი ნიჟნი-ნოვგოროდის პოლკისა 1774 წელს ტყვედ ჩაუვარდა ჯერ პუგაჩოველთა (იაიკის კაზაკებს), შემდეგ კი ყირგიზებს, რომელთაც გაჰყიდეს იგი, როგორც მონა, ბუხარაში. აქ მან, სამხედრო საქმის ცოდნის წყალობით, დაიმსახურა ოფიცრის ჩინი (იუზ-ბაში-ასისთავი) და რამდენიმე წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბუხარის მმართველს (ატალიკს) დანიიარ-ბეკს, რომლის დავალებითაც გაემგზავრა ხივაში, მარავში, ირანში და სხვა რაიონებში. რამდენიმე ხნის შემდეგ ეფრემოვი გაიპარა ბუხარიდან კოკანდში, იქიდან კი კაშგარის, იარკენდის, ტიბეტის, კატმირის და ინდოეთის გავლით მიაღწია ინგლისს და, ბოლოს, 1782 წელს დაბრუნდა რუსეთში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას პრაპორშჩიკის წო-დება მისცეს და გააწესეს სამსახურში საგარეო საქმეთა კოლეგიაში აღმოსავლური ენების თარჯიმნად.

ეფრემოვმა დასწერა თავისი მოგზაურობის ანგარიში, რომელშიც მას ბევრი საინტერესო ცნობა მოჰყავს ხივის, ბუხარის, უდაბნო ყიზილ-ყუმის, მდინარე ამუ-დარიისა და სხვათა შესახებ. ი. ვ. მუშკეტოვის სამართლიანი შენიშვნით ფ. ს. ეფრემოვის მოგზაურობის აღწერა „მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენდა თავისი დროისათვის აზიის შესწავლის საქმეში“; „ეფრემოვი რომ არ დაევიწყებინათ, სწერს იგივე სწავლული, მირ-იზეტ-ულას აღარ ჩათვლიდნენ პირველ მოგზაურად ტერეკ-დავანის უღელტეხილის გადალახვით, რადგან ეს პატივი დამსახურებული აქვს რუს მოგზაურს ფ. ეფრემოვს“. ეფრემოვის ანგარიში ოთხჯერ გამოიცა – პირველად ს.პ-ში 1786 წელს, მეორედ 1794 წ. მის მიერვე ს.-პ-ში, მესამედ ყაზანში 1811 წელს და მეოთხედ 1893 წ.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები