ეფრემოვკის მეტეოსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრემოვკის მეტეოსადგური – მეტეოროლოგიური სადგური ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს ყველაზე შემაღლებულ ადგილას, ზღვის დონიდან 2012 მ სიმაღლეზე, საკარმიდამო ნაკვეთებთან ახლოს. ჩრდილოეთით იფარგლება ჯავახეთის ქედის დაბოლოებით, ხოლო სამხრეთიდან – კეგუთის ქედით. მეტეომოედნის ირგვლივ განლაგებულია დაბალი შენობები. მის სიახლოვესაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები (საძოვრები, სათიბები, სახნავ-სათესები). მეტეოროლოგიური მოედნის ჰორიზონტი ღიაა ყველა მიმართულებით. მეტეოროლოგიურ სადგურზე დაკვირვებები წარმოებდა 1927-1981 წლებში.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები