ექი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექ-ი (ნოღ. Ек) – ყოველი სულდგმულის მჭამელი დემონური არსება ნოღაურ მითოლოგიაში. ჩნდება მოულოდნელად, აყურადებს ადამიანთა საუბარს, იგებს საიდუმლოებებს, შემდეგ კი თავს ესხმის. ცნობილია მეტსახელით „ყარაყულაყი" (каракулак – „შავი ყური“).
ნოღაურ ენაში ყარაყულაყი ქარაგმულად საიდუმლოს გამგებსა და დამსმენს აღნიშნავს.
როგორც ჩანს, ეს ტერმინი ექის ერთ-ერთ ფუნქციაზე მიანიშნებს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ყაზახურ მითოლოგიაში ჲექი და ყარაყულაყი წარმოდგენილია, როგორც აშვერილყურებიანი პატარა არსება. ძველთურქულ ენაში ჲექი დემონს ნიშნავს.
ლიტერატურა
Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.