ექინოპარიფიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექინოპარიფიუმი − (Echiniparyphium; ბერძნ. echinos ეკლიანი, მჩხვლეტავი + parife კიდე) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Echinostomatidae-ს ოჯახს.
Echiniparyphium recurvatum (ლათ. recurvatus უკანმხარეს მოხრილი) – სახეობა, პარაზიტობს ქათმებისა და წყალმცურავი ფრინველის ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები, დამატატებითი მასპინძელი – ბაყაყი. Echinostomatidae-ს ოჯახის სხვა ტრემატოდებთან ერთად არის ფრინველის ექინოსტომატიდოზების აღმძვრელი.