ექინოსტომატიდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექინოსტომატიდოზები (echinodtomatidoses; აღმძვრელის ოჯახის დასახელება Echinostomatidae + ბერძნ. oses დაავადებები) – ჰელმინთოზები. აღმძვრელები – Echinostoma-ს, Echiniparyphium-ისა და სხვა გვარების ტრემატოდები პარაზიტობენ იხვის, ბატის, გარეული წყალმცურავი ფრინველის, იშვიათად, ქათმის, ინდაურის ნაწლავებში.
გავრცელებულია ყველგან. უპირატესად მოზარდეული ავადდება. სიმპტომები:მადის დაკარგვა, ფაღარათი, სიგამხდრე, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა, კვერცხდების შემცირება.