ექსპოზიცია (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპოზიცია – განათებულობის რაოდენობის და განათების ხანგრძლიობის (დროის) ნამრავლი, რომელიც ახდენს მოქმედებას შუქმგრძნობიარე ფენაზე (კინოფირზე) ოპტიკური სიმუქის (სიმკვრივის) მიღების მიზნით. ექსპოზიციის ერთეულად მიჩნეულია სიდიდე, რომელიც მიიღება 1 ლუქსის (განათებულობის) მოქმედებით შუქმგრძნობიარე ფენაზე 1 წამის განმავლობაში (1 მ დაშორებით ამ ფენიდან) ამ ერთეულს ეწოდება ლუქს-წამი ანუ წამი-მეტრისანთელი. შემოკლებით ლქ-წ, ან წმს (cms). ექსპონირება – ექსპოზიციის პროცესია.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები