ექსტრავერსია და ინტროვერსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსტრავერსია და ინტროვერსია − (ლათ. exstra – გარე, intro გარე, intro – შიგნით, versio – სახეცვლა) – ადამიანის ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურება, რომლის უკიდურესი პოლუსებია:

  1. პიროვნების ყურადღების წარმართვა მის გარე არსებული მოვლენებისაკენ;
  2. პიროვნების გულისყური მთლიანად ეთმობა მის შიგნით მიმდინარე სუბიექტურ პროცესებს.

ექსტრავერტს ახასიათებს იმპულსურობა, ინიციატივის გამოჩენა, მოქნილობა, მიდრეკილება ურთიერთობისაკენ, სოციალური კეთილმოწყობის უნარი.

ინტროვერტი კი პირიქით, თავის ინტერესს წარმართავს საკუთარი სულიერი სამყაროსაკენ, რომელსაც ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას. მისთვის დამახასიათებელია: კარჩაკეტილობა, გულჩათხრობილობა, სოციალური პასიურობა, მიდრეკილება თვითანალიზისაკენ, შეფერხებანი სოციალური ადაპტაციის სფეროში.

ექსტრავერსიის და ინტროვერსიის ცნება შემოტანილია კ. იუნგის მიერ (ანალიტიკური ფსიქოლოგია).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები