ექსტრუდერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექსტრუდერი −(ინგლ. extruder < ლათ. extrudo გაგდება, გამოგდება), შპრიცმანქანა, რომლის დანიშნულებაა პოლიმერული მასალების დარბილება (გადნობა) და სასურველი ფორმის მიცემა. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჭიახრახნილი. ექსტრუდერის საშუალებით შეიძლება ჩავატაროთ ბევრი ოპერაცია: გრანულირება; ფირის მიღება და მისი დუბლირება; ფურცლოვანი და რულონური მასალების დამზადება; მილების, შლანგების, წნელებისა და სხვა დაპროფილებული ნაკეთობების დამზადება; ლითონის მავთულებსა და კაბელებზე საიზოლაციო ფენის გადაკვრა; ქაღალდზე, მუყაოზე, ქსოვილზე, ფოლგაზე თხელკედლიანი ფენის დადება; პოლიმერების შერევა ინგრედიენტებთან და სხვ. პოლიმერული მასალების გადამუშავების პროცესს ექსტრუდერში ეწოდება ექსტრუზია.