ეშთრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

‘ელ-და / ეშთრ-ი (ვაინ. Iэл-да / Эштр) – მკვდართა საუფლოს გამგებელი ვაინახურ მითოლოგიაში. ზის რა ადამიანის ძვლებისგან ნაგებ ტახტზე (ვარიანტი: კოშკი), ‘ელ-და / ეშთრი მიწაზე კვერთხის დარტყმით მთელ სამყაროს აზანზარებს; არის ბრძენი ბედისმწერელი; მასზეა დამოკიდებული კაცთა სააქაო და საიქიო ცხოვრება. ადამიანი მხოლოდ მაშინ კვდება, როცა ამას ეშთრი მოისურვებს. სასიკვდილო აგონიაში მყოფ ცოდვილს საიქიოს გამგებელი მანამდე ტანჯავს, ვიდრე მის სახელზე არ ილოცებენ და მსხვერპლს არ შეწირავენ. იგი მიცვალებულთა სულებს, სიცოცხლეში ქცევის მიხედვით, განიკითხავს და ამის შესაბამისად სამოთხეში ან ჯოჯოხეთში უდებს ბინას.


ლიტერატურა

  • Ингушский нартский эпос. Сост. И. А. Дахкильгов. Нальчик, 2012;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • История Ингушетии. 3-е изд. Ростов-на-Дону, 2012;
  • Акиева П. Х. Пространственная картина мира в древнеингушских космогонических представлениях // Лавровский сборник. Материалы XXXVIII и XXXIX среднеазиатско-кавказских чтений 2014-2015 гг. СПб., 2015;
  • მისივე, Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора исторических наук. Махачкала, 2016.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები