ეჰუდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეჰუდი - (დაახლ. ძვ.წ. XIV-XIII სს.) – ისრაელის მეორე მსაჯული, გერას ვაჟი, ბენიამინის ტომიდან. ცნობილია იმით, რომ ებრაელები გაანთავისუფლა მოაბელებისაგან.
ებრაელებმა ეჰუდი მოაბის მეფე ეგლონთან გაგზავნეს ძღვენით, რათა ეჩვენებინათ მორჩილება მის მიმართ. ეჰუდმა მეფესთან საიდუმლო შეხვედრა მოინდომა და როდესაც შეხვდა, მარცხენა ხელით ხმალი გაუყარა და მოკლა (ეჰუდი ცაცია იყო). მეფის მოკვლის შემდეგ ეჰუდი გაიქცა ეფრემის მთაზე, სადაც შეკრიბა ებრაელი მეომრები, გადალახა მდინარე იორდანე და მოაბს დაესხა თავს. მან მოახერხა მტრისათვის 10000 მეომრის მოკვლა.
ეჰუდი ისრაელის მსაჯული სიკვდილამდე იყო და მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ისრაელში მშვიდობა არ დარღვეულა.