ვაიდა ანჟეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჟეი ვაიდა

ანჟეი ვაიდა – (დაიბადა 1926 წელს პოლონეთში) — დიდი პოლონელი თეატრისა და კინოს რეჟისორი. 1954 წელს დაამთავრა ლოძის კინოსკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი.

პირველი ფართო აღიარება მოიპოვა ვაიდამ ფილმით „არხი“ (1956), რომელსაც რამდენიმე პრემია მიენიჭა, მათ შორის კანის კინოფეს ტივალის სპეციალური პრიზი 1957 წელს.

ანჟეი ვაიდას ფილმები გამოირჩევიან სტილისტური გადაწყვეტის მრავალფეროვნებით. მის ანგარიშზეა როგორც ისტორიული და პოლიტიკური ხასიათის ფილმები, ასევე დახვეწილი ალეგორიები და კამერული ფსიქოლოგიური დრამები.

2000 წლიდან ხელმძღვანელობს ვარშავის მისივე სახელობის კინოსკოლას.

ფილმოგრაფია:

1956 — „არხი“ 1958 — „ფერფლი და ალმასი“

  • 1965 — „ფერფლი“
  • 1970 — „პეიზაჟი ბრძოლის შემდეგ“
  • 1970 — „არყნარი“
  • 1974 — „აღთქმული მიწა“
  • 1976 — „მარმარილოს კაცი“
  • 1981 — „რკინის კაცი“
  • 1982 — „დანტონი“
  • 1999 — „პან თადეუში“
  • 2007 — „კატინი“
  • 2007 — „მე და შენ“
  • 2013 — „ვალენსა. იმედის ადამიანი“

და სხვა

ჯილდოები:

1957 — „არხი“ (კანის კინოფესტ. სპეციალური პრიზი) 1981 — „რკინის კაცი“ (კანის კინოფესტ. ოქროს პალმის რტო) 1982 — საპატიო „სეზარი“ 1990 — საპატიო „ფელიქსი“ 1995 — ამომავალი მზის ორდენი (იაპონია) 2000 — „ოსკარის“ კინოაკადემიის საპატიო პრემია 2001 — საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი (საფრანგეთი)

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები