ვაიერშტრასის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოხოცკი – ვაიერშტრასის თეორემა − ანალიზურ ფუნქციათა თეორიის თეორემა: ყოველი ცალსახა ანალიზური ფუნქცია არსებითად განკუთრი წერტილის ყოველ მიდამოში ღებულობს მნიშვნელობებს, რომლებიც რაგინდ ახლოს არიან წინასწარ მოცემულ ნებისმიერ კომპლექსურ რიცხვთან.
ეს თეორემა 1868 წელს ერთდროულად დაადგინეს რუსმა მათემატიკოსმა ი. სოხოცკიმ და იტალიელმა მათემატიკოსმა ფ. კაზორატიმ, 8 წლით გვიან კი გამოაქვეყნა კ. ვაიერშტრასმა.