ვაკუოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაკუოლი – (vacuola cellularis; ლათ. vacuus ცარიელი, cellula უჯრედი) – ერთ- და მრავალუჯრედიანი ცხოველებისა და მცენარეების სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღრუ, რომელიც ამოვსებულია სითხით. ერთუჯრედიან ორგანიზმებში ვაკუოლი საჭმლის მონელებისა და გამომყოფ ფუნქციებს ასრულებს.