ვაკუუმმეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაკუუმმეტრი ВТИ-У2

ვაკუუმმეტრი − (ინგლ. vacuum სიცარიელე და ბერძ. métron გაზომვა) – ვაკუუმური მანომეტრი, გაზების წნევის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ვაკუუმმეტრის შემდეგი სახეები: სითხის, მექანიკური (დეფორმაციული, მემბრანული), კომპრესიული, თბური (თერმოწყვილებიანი, თბოელექტრული), იონური, მაგნიტური, ბლანტი, რადიომეტრული. პარციალური წნევის გასაზომად გამოიყენება მასასპექტრომეტრი და სპეციალური ვაკუუმმეტრი; გაუხშოებული სამუშაო წნევის დიაპაზონი იცვლება 10 პა-დან (დაბალი) 10–11 პა-მდე (ზემაღალი) ზღვრებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები