ვარდის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვარდის ლიქიორი
2 კგ შაქარი;
ვარდის კოკორი სპირტი.
შევაგროვოთ ახლად გაფურჩქნილი ვარდის კოკორი, გავაცალოთ ფოთლები (ცოტა ხნით გავაჩეროთ, რომ მოჭკნეს), მოვათავსოთ ქილაში, დავასხათ სპირტი ისე, რომ ფოთლები დაფაროს და დავდგათ მზეზე ან თბილ ადგილზე 3-4 დღის განმავლობაში. შემდეგ სპირტი გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და ფოთლები გავწუროთ. სპირტი და ფოთლების ნაწური დავასხათ ახალ ფოთლებს და ისევ დავდგათ 3-4 დღის განმავლობაში. ასე გავიმეოროთ კიდევ ერთხელ. ცალკე მოვამზადოთ 6 ჭიქა ვარდის ფოთლების გამონაწურისა და შაქრისაგან სიროფი. სიროფს შევურიოთ სპირტის ნაყენი, კარგად ავურიოთ, გავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილზე.