ვარდკანაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდკანაფა

Eupatorium cannabinum L.ვარდკანაფა;

მეგრულად – ჭითაქარიში წამალი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მსხვილი ფესურითა და 50-120 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთლები მოპირისპირადაა განწყობილი, მოკლე ყუნწიანია, 3-5-ად დაყოფილი. ყვავილები 4-6 ყვავილიანი კალათაა, შეკრებილია მჭიდრო ფარისებრ-საგველა კენწრულ ყვავილედებად. გვირგვინი ვარდისფერია. ნაყოფი წვრილი თესლურაა. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-IX.

იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში ტენიან ადგილებზე, მდინარეთა და წყაროების ნაპირებზე.

თესლი შეიცავს 26% ცხიმს. ღეროსა და ფოთლებისაგან მიიღება ლურჯი საღებავი. გლუკოზიდ ევპატორინის შემცველობის გამო შხამიანი მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულს მცენარის ბალახოვანი ნაწილი და ფესურა წარმოადგენს. ხსნის ტკივილებს, ახორცებს ჭრილობებს, ანადგურებს ტკივილების გამომწვევ ბაქტერიებს, პარაზიტებს, აჩერებს ანთებით პროცესებს. ხასიათდება ნაღველმდენი, საფაღარათო, ანტიჰელმინტური, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედებით. ხალხურ მედიცინაში ბალახით მკურნალობენ შარდ-სასქესო სისტემის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებებს, სიყვითლეს. შველის ნერვიულ მოშლილობას. ფაქტიურად ვარდკანაფას გამოყენების სპექტრი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარის პრეპარატების დიდი დოზით მიღება იწვევს გულის რევას.

თამახმად ი. შაბლოვსკისა (1886) სამურზაყანოს ადგილობრივი ექიმები მის ფესვებს სხვა მცენარეებთან ნაკრებებში იყენებდნენ როგორც აბორტულ საშუალებას, აგრეთვე კარი-ბარბაციისა და ბუასილის საწინააღმდეგოდ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები