ვარენიუსი ბერნჰარდ
ბერნჰარდ ვარენიუსი – (გერმ. Bernhard Varen, ლათ. Bernhardus Varenius; 1622 - 1650 წ.წ.), გერმანული წარმოშობის ჰოლანდიელი გეოგრაფი. თავისი დროის მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომის – „ზოგადი გეოგრაფიის“ ავტორი. ვარენიუსის ეს შრომა, რომელიც გამოვიდა ამსტერდამში მისი გარდაცვალების წელს, წარმოადგენს პირველ ცდას მოგვცეს ნაცვლად აღწერილობითი გეოგრაფიისა, განმარტებითი გეოგრაფიის კურსი, რომელიც ემყარება, მათემატიკისა და ფიზიკის კანონებს. ვარენიუსი გეოგრაფიას განიხილავს, როგორც გამოყენებითი მათემატიკის ნაწილს და ამტკიცებდა მის პრაქტიკულ ღირებულებას. მისი აზრით გეოგრაფია ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ზოგადი გეოგრაფიისაგან, რომელიც შეისწავლის ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს და ბ) სპეციალურისაგან, რომელიც ცალკეულ გეოგრაფიულ კატეგორიებს განიხილავს, რომლის მიხედვით ახლა ხდება ქვეყნების აღწერა. ვარენიუსის „ზოგადი გეოგრაფია“ პეტრე I-ის ბრძანების თანახმად გამოცემული იქნა რუსულ ენაზე 1718 წ.