ვართანოვი სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგო ვართანოვი

სერგო ალფრედის ძე ვართანოვი – (12.06.1932-07.06.1990), სომეხი სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (19.02.1982).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა თბილისის 43-ე ვაჟთა საშუალო სკოლა 1951 წელს და იმავე წელს ჩააბარა ლენინგრადის კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სამხედრო ექიმად. 1966 წელს დაამთავრა ლენინგრადის კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ექიმთა დახელოვნების ფაკულტეტი (ინფექციური დაავადებები).

1966-1975 წლებში მსახურობდა 114-ე საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების უფროსად.

1975-1979 წლებში მსახურობდა 114-ე საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად.

1979-1986 წლებში მსახურობდა მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მოსკოვის ოლქის სამედიცინო სამსახურის უფროსად.

1986 წელს გავიდა თადარიგში.

მინიჭებული ჰქონდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

დაკრძალულია მოსკოვში.

დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები