ვარლამოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარლამოვი ალექსანდრე ეგორის ძე - (რუს. Алекса́ндр Его́рович Варла́мов, 15. XI. 1801, მოსკოვი, – 15. X. 1848, პეტერბურგი), რუსი კომპოზიტორი.

1819-23 ჰააგაში რუსული საელჩოს ეკლესიაში ასწავლიდა გალობას 1823 სამშობლოში დაბრუნდა. ასწავლიდა სიმღერას, გამოდიოდა როგორც მომღერალი და დირიჟორი. 1832-44 მუშაობდა მოსკოვის თეატრებში (კაპელმაისტერის თანაშემწე და „მუსიკის კომპოზიტორი“). 1840 გამოსცა „სიმღერის სრული სკოლა“ – პირველი სახელმძღვანელო ვოკალურ მეთოდიკაში რუსულ ენაზე.

ვარლამოვის შემოქმედებაში გამორჩეულია სიმღერები და რომანსები (200-მდე). იგი XIX ს-ის I ნახ. ვოკალური ლირიკის ოსტატია. ვარლამოვის ზოგიერთი სიმღერა გახალხურდა. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატულ სპექტაკლებისათვის, საგუნდო და კამერული ნაწარმოებები და სხვ.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები