ლიპარტელიანი ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვარლამ ლიპარტელიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი – (დ. 27 თებერვალი, 1989, ლენტეხი), ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი (90 კგ, 100 კგ). 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების მონაწილე ­ (IX ადგილი), 2016 წლის რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშების ­ ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის (2012, 14, 16) ჩემპიონი, სამგზის (2009, 10, 13) ვერცხლისა და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი. მსოფლიოს სამგზის (2013, 17, 18) ვიცე­ჩემპიონი და ორგზის მესამე (2014, 15) ადგილოსანი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისორგზის (2008, 13) და ევროპის გუნდური ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული (2010, 12, 13, 14, 16). ევროპული თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორი პირად და გუნდურ ჩათვლაში (2015,19).

2016 წლის ოლიმპიური თამაშები

90 კგ, 35 მონაწილე
1. მაშუ ბეიკერი (იაპონია)
2. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3. გვაკ დონგ ჰანი (სამხრეთ კორეა)
3. ჩენ სიუნჯაო (ჩინეთი)
I წრე ­ წმინდად (შებოჭვით 4,42) მოუგო კორმონშოხ უსტოპირიონს (ტაჯიკეთი); II წრე ­ იგივე ილეთით პირველივე წუთზე დაამარცხა ოვინი უერა (ნაურუ); III წრე ­ გაფრთხილებებით გაიმარჯვა ოტგონბაატარ ლხაგვასურენთან (მონღოლეთი) შეხვედრაში; IV წრე ­ იპონით (ორი ვაზარით 2,16) სძლია გვაკ დონგ ჰანს (სამხრეთ კორეა); ფინალში ქულებით (იუკო) წააგო მაშუ ბეიკერთან (იაპონია).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები