ვარშაყიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ვარშაყიანი"

„ვარშაყიანი" (XVIII ს.) — საგმირო-ფანტასტიკურ მოთხრობათა ვრცელი კრებული, რომელშიც აღწერილია რამდენიმე თაობის ფალავანთა თავგადასავალი (ზაბარჯათი, მისი ძე ბადრი იამანი და ამ უკანასკნელის შვილიშვილი ვარშაყი, რომლის სახელი ეწოდა მთელ კრებულს). ეს არის ტიპიური ხალხური სარაინდო რომანი, რომლის გმირებს უხდებათ უამრავი რეალური და ფანტასტიკური წინააღმდეგობის (ფერიები, დევები, ჯადოსნური თილისმები) გადალახვა ბედნიერების ძიების გზაზე. ლექსიკური და ფრაზეოლოგიური სპარსიზმები, საკუთარი და გეოგრაფიული სახელები, სიუჟეტური დეტალები თითქოს უთითებენ ძეგლის სპარსულ წარმომავლობას, თუმცა ანალოგიური ხალხური დასთანი სპარსულ მწერლობაში ჯერ მიკვლეული არ არის. ქართველ მთარგმნელს საკმაოდ თავისუფლად გადმოუღია წყარო, რადგან „ვარშაყიანი“ დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს სხვა ქართულ ორიგინალურ თუ ნათარგმნ ძეგლებთან. („ამირანდარეჯანიანი“, „როსტომიანი“, „ყარამანიანი“). მთარგმნელის ვინაობა უცნობია. ძეგლი მოღწეულია ერთადერთი ნუსხით, გამოცემულია მხოლოდ პირველი კარი (1885 წ.).



ლიტერატურა

გ. ახვლედიანი, ვარშაყიანი, ქართული ლიტერატურის საკითხები, I, 1968.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები