ვარხთანაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარხთანაგ-ი (ოს. Уæрхтанæг – „მგლისტყაოსანი“) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, უცოლოდ დაბერებული გმირი, რომელმაც ნართი ახალგაზრდების წაქეზებით ფოლადისულვაშა ხამიცის ქალიშვილი შეირთო და ვაჟი – სიბალცი შეეძინა; მზის ასულის – ადაძა მზეთუნახავის მამამთილი, რომელსაც მზემ ჯადოსნური ჯაჭვის პერანგი უსახსოვრა. პერანგის საყელო მღეროდა, წინა უბე ბანს აძლევდა, სახელოები ტაშს უკრავდნენ, კალთები კი ცეკვავდნენ. ვარხთანაგი ჯაჭვის პერანგით თავს იწონებდა და ხალხიც ზედ ესეოდა. ერთხელაც, როცა სიბალცი სათარეშოდ იყო წასული, ნიხასში მჯდარ ჯაჭვისპერანგოსან ვარხთანაგს ნართების მტრის – სოფარის ვაჟები თავს დაესხნენ, პერანგი წაართვეს და ზურგზე ტყავიც ააძვრეს. შერცხვენილი ვარხთანაგი სახლში მოკუნტული მივიდა და ერთ კუთხეში მანამდე იჯდა, ვიდრე სიბალცი არ დაბრუნდა. ვაჟმა მოძალადეები ამოხოცა და მამას ჯაჭვის პერანგი და ზურგის კანი დაუბრუნა.


ლიტერატურა

ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები