ვაქირელი ქალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაქირელი ქალი – ანუსია კარგარეთელის ფსევდონიმი, ფოლკლორის შემკრები. მის მიერ ჩაწერილი მასალები დაცულია შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორულ არქივში (№ 20352). ძირითადად კრებდა კახური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. გვაქირში ჩაწერილი ზღაპრები გამოაქვეყნა „ძველი საქართველოს“ IV ტომში. ვაქირელი ქალი საინტერესო შემკრები იყო. იგი სხვებისაგანაც იწერდა და საკუთარი ფოლკლორული რეპერტუარიც ჰქონდა. მისი როგორც მთქმელის ზეპირსიტყვიერი რეპერტუარის ძირითად ნაწილს ზღაპრები შეადგენდა.

ფ. ზანდუკელი



ლიტერატურა

  • ფოლკ. არქივი, №20352;
  • მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხურე სიტვიერება (კახური მასალები), ლიტერატურული ძიებანი, ტ. V, 1949.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები