ვაშაკიძე ზოია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოია ვაშაკიძე

ვაშაკიძე ზოია − (1938), პოეტი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია) გამოცემული აქვს კრებულები: „საქართველოს იმედი ხარ”, „რჩეული ლირიკ”, „ხატის წინ ჩურჩულით ნათქვამი” და „ჩემი ჯიხაიში”.


ტკბილი ზღაპრების ქვეყანა ვრცელი
მომელანდება თეთრი ღრუბელი
წევს ბატკანივით გელათის თავზე,
რიონის პირთან მთვარის დარბაზი –
ფალიაშვილის მუსიკით სავსე
და ჩამავალი მზის სანთლით ხელში
მშვიდი საღამო, ჭალაში მდგარი,
იასამანის ყვავილზე თრთოლვა
გალაკტიონის ლექსების ქარის...
გუბისწყლის ჩუმი ტალღების ღელვა
და გაღიმება ტყემლების რტოთა,
კვიპაროსების, ძელქვების ჩრდილში
ნიკოლაძეთა ლამაზი ოდა.
მომელანდება ჩემი ბავშვობა −
ტკბილი ზღაპრების ქვეყანა ვრცელი,
და ქლიავისფერ იმერულ დღეებს
მონატრებული ვუგზავნი წერილს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები