ვაჩიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჩიანი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ვაჩიანის ტბიდან დასავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით, ახალქალაქ-კარწახის საავტომობილო გზაზე, თემის ცენტრი, ზღვის დონიდან 1735-1800 მ სიმაღლეზე. მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 2207. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). შემორჩენილია 2 ეკლესია, ერთი თითქმის მთლიანად დანგრეულია.