ვაჭრობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჭრობა - (trade, merchandise) - საქონლის გაცვლა ინდივიდებს ან ჯგუფებს შორის, განხორციელებული ბარტერის მეშვეობით ან უშუალოდ ფულით. ვაჭრობის უპირატესობაა მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი დოვლათისა და წარმოებრივი საქმიანობის სპეციალიზაციის დიაპაზონის გაფართოება. ვაჭრობის გარეშე ინდივიდებმა და ჯგუფებმა მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილონ საკუთარი რესურსებით. თავისუფალი ვაჭრობა იწვევს შრომის დანაწილებას, რომელსაც მოაქვს სარგებლობა მისი ყველა მონაწილისათვის.