ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიხიდი თბილისში, მტკვარზე გიორგი სააკაძის მოედანსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩებს შორის („კავსახტრანსპროექტი“ 1976; არქიტექტორი. ნიკო ლომიძე; ინჟინერები: გ. ბრეგვაძე, ი. კოშკაძე). ხიდი სამმალიანია. შუა მალის სიგრძე 81,6 მ, გვერდითი მალებისა სანაპიროების თვზე 44,2 მ. ხიდის საერთო სიგრძე 220,5 მ-დეა, სავალი ნაწილების სიგანე 21 მ, ტროტუარების სიგანე 3 მ, სიმაღლე 24,7 მ. ხიდის აშენებამდე ამ ადგილზე იყო 1936 წელს აგებული საცალფეხო ხიდი — ვიადუკი (ინჟინერი: მ. მიზრახი). სიგრძე 150 მ, სიგანე 2 მ. ვახუშტის ხიდი თბილისის ყველაზე მაღალი ხიდია.



წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები