ვაჰაჰაი-ნანნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ვაჰაჰაი-ნანნა“ – ლაზური საფერხულო ცეკვა. სახელწოდება მომდინარეობს რეფრენისაგან. ცეკვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს კორიფე: იგი აწესრიგებს მოცეკვავეთა ჯგუფურ მოქმედებას ექსპრომტულად თხზავს რიტმულ მოძრაობასთან შეთანხმებულ პოეტურ ტექსტს და წარმოთქვამს სიმღერით. გუნდი პასუხობს რეფრენით: „ვაჰაჰაი-ნანნა“. ცეკვას ხშირად ახლავს თავისუფალი შეძახილები.
ზ. თანდილავა