ვეგენერის დაავადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვეგენერის დაავადება — ამ დაავადების დროს, ყურის დაზიანება საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ზოგჯერ შეუმჩნევლი რჩება თუ მკურნალი ექიმი არ არის გათვითცნობიერებული მის სპეციფიკაში.
ეჭვი გრანულომატოზის არსებობაზე უნდა გაგვიჩნდეს, თუკი:
- — არის არაბუნებრივად გახანგრძლივებული ექსუდაციური ოტიტი, ცალმხრივი ან ორმხრივი;
- — ოტიტის ლაბირინთიზაციის დროს;
- — როდესაც არსებობს VII და V კრანიალური ნერვის დაზიანება;
ერითროციტების დალექვის სიჩქარის მკვეთრი მომატება ამ დაავადების კიდევ ერთი ნათელი ნიშანია. საბოლოო დიაგნოზი ლორწოვანის ბიოფსიით ისმება.
მკურნალობა, როგორც წესი, სტეროიდული (Medrol) და იმუნოდეპრესორული პრეპარატებით ხდება.