ვედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვედა - ინდური ლიტერატურის უძველესი ძეგლია. იგი აერთიანებს საკულტო-საღვთისმეტყველო ლიტერატურას, უმთავრესად - ჰიმნების კრებულებს. ამიტომაც იხმარება ფორმა - ვედები. ესაა წიგნების ერთობლიობა:

ოთხი ვედა, სხვაგვარად - სამჰიტა:

  1. რიგვედა ყველაზე არქაული და მნიშვნელოვანია (ქებათა ცოდნა). დაწერილია სხვადასხვა სალექსო საზომით და დაყოფილია 10 ციკლად (მანდალად). აქაა ათასზე მეტი ქება ანუ ჰიმნი ღვთაებათადმი. შედგენილია დაახ. 3000 წლის წინათ. ქართულად თარგმნილია ორი ქება - „დასაბამი ნივთთა“ და „ცისა და დედამიწისადმი („არმაღანი“, თბ., 1965);
  2. სამავედა (სიმღერათა ვედა. სამან-სიმღერა). იგი საინტერესოა ინდური მუსიკის ისტორიის თვალსაზრისით, რადგან შეიცავს სანოტო ნიშნებს;
  3. იაჯურვედა (სამსხვერპლო ვედა); მსხვერპლშეწირვის დროს წარმოსათქმელი ფორმულები და ლოცვათა ტექსტები, ხშირად - პროზაული, რომელსაც კომენტარების სახე აქვს; მოგვიანებით მათთ დაემატა -
  4. ათჰარვავედა: შეიცავს მაგიურ ფორმულებს და შელოცვებს ლექსად და პროზით; გამოირჩევა ხალხური ხასიათით.

შედარებით გვიანაა შექმნილი:

  1. ბრაჰმანა (ახსნა);
  2. არანიაკა (ტყის წიგნი);
  3. უპანიშადები (კომენტარები) და ბოლოს, დანართის სახით,
  4. სუტრა (სიტყვასიტყვით: ძაფი, სამართი, თარგი).

პირველი ოთხი - სამჰიტა, ბრაჰმანა, არანიაკა და უპანიშადები - მიჩნეულია ღმერთის - ბრაჰმას - სიტყვად, მის ღვთაებრივ გამოცხადებად. მათ ეწოდება შრუტი (მოსმენილი, გაგონილი) საპირისპიროდ სუტრასი, რომელიც არის პოლიტიკური ხასიათის ტექსტებისა და კანონთა კრებული.





წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები