ვეკუა ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია ვეკუა (1907 – 1977), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.

ილია ვეკუა

ილია ვეკუას ძირითადი მეცნიერული შრომები განეკუთვნება ახალ მეცნიერულ მიმართულებას თანამედროვე მათემატიკურ ფიზიკაში. მისი შრომები კერძო წარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა დარგში ძირითადად შეეხება ელიფსური ტიპის განტოლებათა ფართო კლასის ანალიზური თეორიის შექმნას. დიდი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიანი სინგულარული ინტეგრალური განტოლებათა თეორიაში; ალმოაჩინა და გამოიკვლია არაფრედჰოლმური ელიფსური სასაზღვრო ამოცანათა ახალი კლასი.

მექანიკის დარგში წამოაყენა დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის ახალი ვარიანტი. მან გადაწყვიტა ზედაპირთა მცირე ღუნვის რთული ამოცანები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული გარსთა უმომენტო თეორიის ამოცანები.

ილია ვეკუა ბევრი ცნობილი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი ნაშრომები თარგმნილია ბევრ უცხო ენაზე.

დაწესებულია ილია ვეკუას სახელობის პრემია მათემატიკისა და მექანიკის დარგში (1978).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები