ველოდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ველოდრომი (ტრეკი, ციკლოდრომი) (ინგლ. track კვალი, გზა) – ოვალური ფორმის სპეციალური სპორტული ღია ან დახურული ნაგებობა ველორბოლის ჩასატარებლად. ველოდრომს აქვს ხის ან ცემენტის ბილიკი, რომლის ნაპირები მოსახვევებში აფერდებულია (ვირაჟები). ბილიკის ირგვლივ ეწყობა ტრიბუნები მაყურებელთათვის.