ველოკარდიოფაციალური სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ველოკარდიოფაციალური სინდრომი ანუ დი ჯორჯის სინდრომი (di George syndrome) გამოწვეულია 22q11 ქრომოსომის დელეციით (აქედანაა მისი ალტერნატიული დასახელება - 22q11 ქრომოსომის დელეციის სინდრომი). ეს სინდრომი შედარებით გავრცელებული ციტოგენური ანომალიაა (1 შემთხვევა 4000 სულ მოსახლეზე) და იწვევს მთელ რიგ ფიზიკურ და კოგნიტურ დარღვევებს (Murphy, 2002). შემთხვევათა დაახლოებით 30%-ში ვითარდება სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობა (როგორც შიზოფრენიისმაგვარი, ასევე გუნებ-განწყობის). მართალია, ეს სინდრომი შიზოფრენიის იშვიათი მიზეზია (მთელი შემთხვევების 1%), მაგრამ გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შიზოფრენიის განვითარებისთვის 22q11 ქრომოსომას.