ვენეციური ბათქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენეციური ბათქაში − დეკორატიული ბათქაში, რომელსაც ბუნებრივი მარმარილოს ფაქტურა აქვს. შედგება საფუძვლის, შემკრავისა და საღებარისგან. საფუძვლად გამოიყენება ძვირფასი ქვების მტვერი (მარმარილო, გრანიტი, კვარცი, მალაქიტი, ონიქსი); შემკვრელად – ჩამქრალი კირი; საღებრად – ძველ დროში მცენარეული პიგმენტი, ამჟამად კი მასთან ერთად მოიხმარენ ორგანულ პიგმენტებსაც. ბათქაშის დატანა ზედაპირზე ხდება არა მექანიზებულად, არამედ ხელით ქაფჩის, შტაპელის ან სახეხელას მეშვეობით. დასავლეთის ქვეყნებში მდიდრული სახ-ლებისა და ნაგებობების განუყოფელი ნაწილია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები